ჩემ შესახებ
მე გახლავართ სსიპ ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ლია ცნობილაძე. სწავლა-სწავლების პროცესში ჩემი მუშაობა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე. ჩემი მიზანია ჩამოვუყალიბო მოსწავლეებს არა მარტო საბაზისო და სპეციფიკური უნარ-ჩვევები, არამედ განუვითარო ის ზოგადი უნარ-ჩვევები, რომელიც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება პრაქტიკულ აზროვნებაში და საკუთარი სწავლის მართვაში. მოსწავლეებს გაკვეთილებზე შექმნილი აქვთ სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო.
მუშაობის პროცესი მიმდინარეობს ინტერაქციის გზით. ვიყენებ სწავლების თანამედროვე მეთოდებს: სწავლა კეთებით და ძიება-აღმოჩენითი ანუ ევრისტიკული მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი ცოდნის აგებაში. ყოველთვის ვითვალისწინებ მოსწავლეების განვითარების დონეს, ინტერესებს, საჭიროებებს და შესაბამის მრავალფეროვან, საინტერესო და სახალისო აქტივობებს ვთავაზობ.
ჩემი მოსწავლეები პირველივე კლასიდან ჩართულები არიან სასწავლო პროექტებში, კონკურსებში, აწყობენ პრეზენტაციებს, დამატებით მუშაობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტებზე განთავსებულ სავარჯიშოებზე. ასეთი აქტივობების დაგეგმვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ინტერესს სწავლისადმი.Email ThisBlogThis!Share to FacebookShare to Pinterest
No comments:
Post a Comment